აბაშაში ბანკის გაქურდვა სცადეს

  • ქალაქ აბაშის ცენტრში ბანკის გაქურდვა სცადეს. ადგილობრივის ინფორმაციით, მძარცველებმა „კრისტალ ბანკში” ტელევიზორი და კომპიუტერები დააზიანეს.

არსებული ცნობით, თავდამსხმელები ბანკის საცავის გახსნას ცდილობდნენ, თუმცა ვერ შეძლეს. არსებული ინფორმაციით, თანხა წაღებული არ არის.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ბანკის თანამშრომლები დაკითხვაზე იმყოფებიან.

წყარო