- აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქალაქისა და ადმინისტრაციული ერთეულების ყველა დარჩენილ ქუჩაზე, ჯამში 120-კმ გზაზე გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
უწყების ცნობით, პროექტის განხორციელების შემდეგ გადაიჭრა მრავალწლიანი პრობლემა, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე სრულად იქნა მოწყობილი გარე განათება, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა და გზაზე გადაადგილების შესაძლებლობა.