- აბაშის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის N2467 განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების პროექტის ფარგლებში, დაზიანებული მილ-ხიდების, დამბებისა და სხვა ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით მიმდინარეობს: სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ყურუების უბანში მდ. კოვზაზე ხიდის მოწყობა. გეზათისა და ქოლობნის საზღვარზე, აუზების დასაწყისში, დაზიანებული ხიდე-ბოგირის მოწყობა. ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდ. ცუდღარზე დაზიანებული ხიდის მოწყობა. ონტოფოს ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ნადარეიშვილის სახელობის ქუჩაზე, N52-ის გვერდით მილ-ხიდის მოწყობა, ასევე, N125-ის გვერდით შემავალ ჩიხში არსებული მილ-ხიდის მოწყობისა და სანიაღვრე არხის ამოწმენდის სამუშაოები. ონტოფოში, მდ. ნოღელაზე, ჭალეს უბანში დაზიანებული დამბის მოწყობა. სოფელ გულუხეთში მდ. კოვზაზე კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები. სოფელ სეფიეთში, სამელიოს უბანში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდე-ბოგირის მოწყობა. სოფელ გეზათში, კოდარას უბანში მდინარე კოვზაზე დაზიანებული ხიდის მოწყობა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 810 000 ლარი იხარჯება.