- აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარში, დანიელ თოფურიას სახელობის ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეიდან პედაგოგები დისტანციური სწავლების პროცესს ახალი სკოლიდან წარმართავენ.
60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. აღჭურვილია ახალი ინვენტარით, სკოლაში არის ინტერნეტი, კლას-კაბინეტები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და რესურსოთახი. დამონტაჟდა ცენტრალიზებული გათბობის, წყალმომარაგების სისტემები.
შენობა ადაპტირებულია შშმ პირებზე. სკოლაში კეთილმოეწყო ეზო და ღია სპორტული მოედანი.
პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.