- აბაშის მუნიციპალიტეტში, გამსახურდიას პირველი და მესამე შესახვევის, კონსტანტინე კაპანელის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 კმ-დე გზა, რომელიც არასდროს ყოფილა ასფალტირებული, სრულად კეთილმოეწყობა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აბაშის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 15 კმ-მდე გზას.
რკინა-ბეტონის საფარი უკვე დაიგო სოფ. ნორიოში, მდ. აბაშის მიმდებარედ ჭაბურღილთან (წყემი), ასევე ასფალტო-ბეტონის საფარის პირველი ფენა დაიგო ავტომაგისტრალიდან სოფ. ძიგურის გავლით სოფ. ზანათამდე და სოფელ ძვ. აბაშაში, N 8 ქუჩაზე შესახვევებით.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.