- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით აბაშის მუნიციპალიტეტის მცხოვრები გარდაიცვალა ქუთაისის კოვიდკლინიკაში. გარდაცვლილი ქალი 94 წლის იყო.
დღეს, საქართველოში კორონავირუსის 1 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 729 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 751 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 187, პისიარტესტით – 14 564.