- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 20 აპრილს შპს “შანი” საოჯახო მედიცინის ცენტრში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი პირები 10-მდე სხვადასხვა პროფილის, მაღალკვალიფიციურ ექიმ სპეციალისტთან კონსულტაციის გავლას და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევების უფასოდ ჩატარებას შეძლებენ.
დამატებით ბენეფიციარებს ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემათ.