- აბაშის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები 30 იანვრიდან დაიწყება.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ საპროექტო წინადადებები შემდეგი მიმართულებით:
სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა. შ)
სარწყავი სისტემები
სანიაღვრე არხები
ნაპირსამაგრი სამუშაოები
გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა
ხიდები, ცხაურები, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები
გარე განათება
სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა
სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი
ამბულატორიის შენობები
სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი
სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე, სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით
წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი
სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა
მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა
გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.