- აბაშის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
დასახლებების საერთო კრებები კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
ადგილობრივებმა პრიორიტეტად სტადიონის მოედნის ჭიშკრის მოწყობა, წყალსაწრეტი არხის ამოწმენდა, ხიდე-ბოგირების მოწყობა და მოხრეშვითი სამუშაოები დაასახელეს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 30 იანვარს დაიწყო და 35 სოფელში გაიმართა.
მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვიტა, რას მოხმარდება თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.
აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 500 000 ლარი დაიხარჯება.