- აბაშის მუნიციპალიტეტში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს.
ჰუმანიტარულ აქციაში მერიასთან და საჯარო მოხელეებთან ერთად ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა და ბიზნესსექტორი. უკრაინაში აბაშიდან არამალფუჭებადი საკვები, პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთები და ტანსაცმელი იგზავნება.
პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით კუხალეიშვილი, აბაშის მერთან გიგა გაბელაიასთან ერთად გაეცნო. გარდა საჯარო მოხელეების, ადგილობრივი მოსახლეობის და ბიზნესმენების შემოწირულობისა, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მერიის სარეზერვო ფონდიდან 10 000 ლარი გამოიყფა. აბაშის მსგავსად უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პროცესში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის კოორდინირებით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული.
ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.