აბაშაში უფასო მამოგრაფიული კვლევები ჩატარდება

  • აბაშის მუნიციპალიტეტში, 10 ოქტომბერს, 9:00-დან 17:00 საათამდე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, გიგა გაბელაიას მხარდაჭერითა და შპს აბაშის საოჯახო ცენტრი “შანის” ორგანიზებით, დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის, მკერდის კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის ფარგლებში, ჯანმრთელობის ცენტრი „ჰერას“ წამყვანი ექიმები სკრინინგ აქციას გამართავენ.

„ჰერას“ ექიმები ჩაატარებენ უფასო მამოგრაფიულ კვლევებს:

მკერდის გამოკვლევა, უფასოა 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებისთვის.

50-დან 70 წლის ჩათვლით მამაკაცებს ჩაუტარდებათ უფასო PSA (პროსტატის სპეციფიური ანტიგენი).

აქციის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ფიზიკალური გასინჯვა. დაურიგდებათ საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალა.

აქციის ფარგლებში მომსახურების მისაღებად აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

მისამართი: აბაშა, ვ. ჩიქოვანის ქ. N15. საოჯახო მედიცინის ცენტრი “შანი”.

ტელ: 557 77 27 67.

ინფორმაციას აბაშის მუნიციალიტეტის მერია ავრცელებს