- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, პროექტის „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში რძის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერით, ფერმერთა საველე სკოლების ჩამოყალიბებით“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, სათემო ფონდი „ნეფამ“, სოფლად მცხოვრებ ქალებთან შეხვედრა გამართა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს სოფლად მცხოვრები ქალების მიერ მოკვლეული საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები.