- აბაშის მუნიციპალიტეტის საცხენოსნო იპოდრომზე, ქართული ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ერთდღიან ტურნირში საქართველოს სხვადასხვა კუთხის საცხენოსნო კლუბები და ინდივიდუალური მოჯირითეები მონაწილეობდნენ.
პროგრამაში ისინდი, ცხენბურთი და დოღი იყო წარმოდგენილი.
შეჯიბრი საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.