აბაშაში წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს

  • აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2022-2023 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი 31 კურსდამთავრებულის დაჯილდოება გაიმართა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მედლები წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნატა გელიტაშვილმა გადასცეს.

აბაშის მუნიციპალიტეტს 2022-2023 წელს, სკოლის 24 ოქროსა და 7 ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს.

შეხვედრას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, პედაგოგები, სკოლის დირექტორები, მშობლები.