- აბაშელმა კინგ-ბოქსიორებმა „კავკასიის მე-2 ღია ჩემპიონატი კუნგ-ფუში“ მორიგი გამარჯვება მოიპოვეს და ნაკრებს 6 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოუტანეს.
ტრადიციული „კავკასიის მე-2 ღია ჩემპიონატი კუნგ-ფუში“ ერევანში, კუნგ-ფუს საერთაშორისო ფედერაციის (IKFF) პატრონაჟით და სომხეთის კუნგ-ფუს ფედერაციის ორგანიზატორობით გაიმართა.
ჩემპიონატი მიმდინარეობდა კუნგ-ფუს ორ სახეობაში – ფაიტინგში (კონტაქტური ბრძოლა) და შუაიჯიაოში ( ჩინური ჭიდაობა), მასში მონაწილეობდნენ სომხეთის, საქართველოს, იტალიის და ირანის გუნდები, როგორც ვაჟები, ასევე გოგონები.
ღია ჩემპიონატში, საქართველოს კუნგ-ფუს ეროვნული ფედერაციის ნაკრებში ასპარეზობდნენ აბაშელი სპორტსმენები, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის კინგ-ბოქსში, კონსტანტინე ცომაიას სახელობის კინგ-ბოქსისა და სანდას კლუბის წევრები: დიმიტრი მაზარაკისი, ნიკა ჭოხონელიძე, ნუგზარ გვაზავა, ივანე კირცხალია, გიორგი კაჭარავა, საბა ინჯგია, ჯაბა ქარცივაძე. ნაკრებს ამ ღონისძიებაზე სხვა სპორტსმენებთან ერთად ხელმძღვანელობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე პრეზიდენტი ძიუდოში, სპორტის ოსტატი კუნგ-ფუში, აბაშის კლუბის ხელმძღვანელი მამუკა ალანია.
ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს