- აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია წარმატებულ აბაშელ სპორტსმენს, ძალოსან ლევან ოჩიგავას შეხვდა და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 15 აგვისტოს, პოლონეთში 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ლევან ოჩიგავამ (73 კგ.) ატაცში 127/130/132 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ძალოსანმა აკვრაში 152/157/159 კილოგრამის ძლევით ვერცხლის მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 291 კილოგრამით კი კვლავ ოქროს მედალს დაეპატრონა.
მერმა ლევან ოჩიგავა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მედლით დააჯილდოვა.
გიგა გაბელაიამ სპორტსმენს მადლობა გადაუხადა აბაშელების სახელით როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტურნირებში წარმატებული ასპარეზობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ის მომავალშიც არაერთხელ ასახელებს მშობლიურ მუნიციპალიტეტს და ჩვენს ქვეყანას.
ლევან ოჩიგავა 17 წლამდე ძალოსანთა ორგზის ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია, ასევე გახლავთ საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი.
11