- დღეს, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი აბაშის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში განახლდა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, აბაშის “ბაგა-ბაღების გაერთიანების” დირექტორთან, დარეჯან ელიაძესთან ერთად, N1, ნორიოს, მაცხოვრისკარის, ზანათის, სუჯუნის, ეწერის, ონტოფოს, სეფიეთის და პ/მაისის საბავშვო ბაღებს ესტუმრა და აღსაზრდელებსა და აღმზრდელ-მასწავლებლებს, მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
საბავშვო ბაღები აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, მოწესრიგებულია სველი წერტილები და სამზარეულოები. ბაღები უზრუნველყოფილია კვების პროდუქტებით, სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით.
აბაშის მუნიციპალიტეტის 20 საბავშვო ბაღში 550-მდე აღსაზრდელი ირიცხება.