აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს პირველობა ჭადრაკში

  • აბაშის მუნიციპალიტეტში, სპორტსკოლის დარბაზში მესამე დღეა მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლიდან 12 წლამდე და 18 წლამდე, 98 მოჭადრაკე ასპარეზობს. გამარჯვებულები საფინალო ტურნირში პირველობისთვის იბრძოლებენ.

საპრიზო ადგილებზე გასულები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.

დღეს საჭადრაკო ტურნირს ესწრებოდნენ მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები.

საჭადრაკო ტურნირი მუნიციპალიტეტის პირველობაზე მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ „სპორტის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით იმართება.

ტურნირის მიზანია ჭადრაკის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ცნობადობის ამაღლება, სპორტული აქტივობის გაძლიერება და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა.

+9