- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები დაიწყო.
ამ ეტაპზე ქ. აბაშაში ცანავას ქუჩაზე იპოდრომის მიმართულებით, სოფელ ძველ აბაშაში N 1 ქუჩის, მარანში N5 ქუჩისა და სოფელ ზანათიდან ძიგურამდე გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე აბაშის მუნიციპალიტეტში 15 კმ-დე ახალი გზა დაიგება.
სამუშაოების მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მოადგილეებთან და სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. „ინდიკოს“ წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.
ინფორმაციისთვის: გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3 135 000 ლარით ფინანსდება.