- ეროვნული სამოსის დღეს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება, აბაშის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ტრადიციულ სამოსში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აბაშის მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გამართულ მსვლელობაში მონაწილეობდნენ სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლ ,,ჰარირას“ მომღერალ ვაჟთა გუნდი და ქორეგრაფიულ ანსამბლ „ანანურის“ მოცეკვავეები.
ეროვნული სამოსის დღე, საზოგადოების მიერ თვითორგანიზებული დღესასწაულია, რომელიც 2016 წელს დაწესდა და საზოგადოებრივი კამპანიის სახე მიიღო, მისი მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაციაა.