იესპერ იორგენსენი: “თქვენი პატარა, მწვანე ქვეყანის“ უფრო დამშვენება შეიძლება“

  • მედიატურის მონაწილეები აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარანში ვართ. ჩვენი მასპინძელია  CENN, რომელიც  ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა სოფლის განვითარებისათვის“.

უკვე ექვსი  წელია, დანიელმა  იესპერ იორგენსენმა  დააფუძნა სააქციო საზოგადოება „MARANI  JSC“  და სერიოზული ინვესტიციაც ჩადო მის თანამემამულესთან და თანამოაზრესთან, ამჯერად სააქციო საზოგადოების ტექნიკურ დირექტორთან იოჰან კნიკრეჰმთან ერთად.  პარტნიორები, ამ ეტაპზე, ალვის ხეების სანერგეებს აშენებენ.  იესპერ იორგენსენის  თქმით, დასავლეთ საქართველოს მიწა და კლიმატური პირობები ჰიბრიდული ალვის ხისთვის ხელსაყრელია. აქ  უხვი ნალექი და ჭარბი მზეა. ამ დროისთვის, „მარანს“, 167 ჰექტარზე აქვს დარგული ალვის ხის ნერგები, რომელიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს გარეთ.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვითი ორგანიზაციაა CENN, ოთხი რეგიონის მასშტაბით (კახეთი, მცხეთა–მთიანეთი, სამეგრელო, აჭარა) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის  (ADC ) ფინანსური მხარდაჭერით, სოფლად ენერგო გადაწყვეტილებების შესწავლას, ბიზნეს–იდეების განვითარებას და ამ გზით, ტყეზე არსებული ენერგეტიკული ზეწოლის შემცირებას ცდილობს.

“მარანის“ სანერგეებში, ამ დროისთვის 40 ადამიანია დასაქმებული. სანერგის  თითო ჰექტარზე, 6500 -6700 ნერგი დავრგეთ, მომდევნო ეტაპზე პლანტაცია იქნება გასაშენებელი, სადაც ჰექტარზე 16 50 ხე დაირგვება. ჯამში, 1 200 ჰექტარზე, ყოველწლიურად 2 00 000 ხე უნდა დავრგოთ, რის მოსავლელად, 200 ადამიანი დაგვჭირდება.“ – აცხადებს იესპერ იორგენსენი 

მაია კანკავა, სააქციო საზოგადოების მენეჯერია. ის სიამოვნებით გვმასპინძლობს მედიის წარმომადგენლებს და დაწვრილებით გვიხსნის ყველაფერს.  ამბობს, რომ ჰიბრიდული ალვის ხის მოვლას თავისი სპეციფიკა აქვს.

„სეზონურად აბაშის რაიონიდან ათობით ადამიანია სასათბურე მეურნეობაში დასაქმებული, ხოლო მუდმივად,  40 -ზე მეტი ადამიანი. დღეისთვის გვაქვს 1 250 000 დედა  ხე. “დედა ხეს” ვუწოდებ იმ ალვის ხეებს, რომლებსაც ყოველწლიურად ჩვენ ვჭრით ძირამდე. შემდეგ ის ახალ ტოტებს ისხამს, რომლებისგანაც ახალ ნერგებს ვქმნით.

მაია კანკავა: “საუკეთესო საჩვენებელი ნაკვეთი გამოგვივიდა. აქ ჩემი ხელით, ერთ დღეში, დავრგე 900 ძირი ნერგი”

სამი თვის მანძილზე, ნერგები, დაახლოებით, 1 მეტრით იზრდება. ამ წელს, მიზნად გვაქვს, 3 500  000  ახალი ხის წარმოება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვიმუშავეთ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან ერთად, რომელსაც ძალიან მოეწონა ბიომასის წარმოების იდეა.

სოფელი მარანში, აქ,  ერთ-ერთი ჩვენი საკვლევი ობიექტია. ერთ დღეს, ალვის ხის 900 ნერგი დავრგე ჩემი ხელით. წარმოიდგინეთ, ყველამ გაიხარა და საუკეთესო სადემონსტრაციო ნაკვეთი მიივეღეთ. ჩვენმა თანამშრომლებმა, მას, ჩემი სახელობის პარკი, ანუ „მაიას პარკი“ შეარქვეს…“- გვეუბნება მაია კანკავა.

ინვესტორი იესპერ იორგენსენი, ჩვენთან, სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. ამბობს,  რომ მას შეუძლია, ევროპელები ჩართოს მიწის შეძენისა და გამოყენების პროცესში რაც დამატებით სამუშაო ადგილს წარმოქმნის.

იოჰან კნიკრეჰმი

-მინდა, მთავრობას, ბრიკეტების და ენერგიის წარმოების შესახებ ჩემი იდეა გავაცნო. ასეთი ბიო რესურსი ნავთობის და სხვა ენერგომატარებლებისგან განსხვავებით, გარემოს არ აბინძურებს. ასევე, მსურს საქართველოს მთავრობას შევთავაზო, რომ იტალიური ვერხვი ქარსაფარ ზოლად გამოიყენონ. ეს ხე იდეალურია ქარსაცავი ზოლის მოსაწყობად. მაგალითად, ქუთაისის აეროპორტთან შეიძლება მისი დარგვა, ქარსაც შეამცირებს და თვითმფრინავის გამონაბოლქვიც შეუძლია შეიწოვოს. ცნობილია, რომ ჰიბრიდული ალვის ხე რა რაოდენობის ნახშირორჟანგსაც შეიწოვს, იგივე რაოდენობის ჟანგბადს გამოყოფს. მისი ნარგავები ეროზიის რისკებსაც ამცირებს, აუმჯობესებს ბიომრავალფეროვნებას და იცავს გარემოს.

მე საქართველოს მოქალაქე ვარ და ვაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემს ძალებშია, რომ აქაურობა უკეთეს ადგილად ვაქციო. ფაქტობრივად, პირველები ვართ ევროპაში, ვისაც ერთ პლანტაციაზე სამი ტიპის პროდუქტი აქვს. მომდევნო წელს, 50 ჰექტარზე სიმინდის გაშენება გვინდა, საცდელად. არ ვიცით, როგორ გამოვა, თუმცა, თუ არ სცადე, ვერ გაიგებ. საქართველოს არ აქვს დიდი რაოდენობით ნავთობი, არც ბუნებრივი აირი – ამ ყველაფრის შეძენა უწევს აზერბაიჯანისგან, რუსეთისა და უკრაინისგან. რატომაც არ უნდა შეგვეძლოს, თავად ვაწარმოოთ ენერგია, აქ, საქართველოში? საინტერესოა ისიც, თუ როგორ ჩანს საქართველო ევროპიდან. ჩვენ ამ ულამაზეს ქვეყანას „პატარა მწვანე ქვეყანას“ ვეძახით და ვთვლით, რომ მისი უფრო დამშვენებაც შეგვიძლია. ამის რესურსი კი საკმარისად ბევრია. მაგალითად, მიწა ნაკლებადაა გამოყენებული. თუკი, ქვეყანას ამ მიწის გამოყენების ინტერესი არ აქვს, მე შემიძლია ევროპელები ჩავრთო მიწის შეძენისა და დამუშავების პროცესში. ამაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე ვესაუბრე. ესაა დამატებითი ინვესტიცია ქვეყანაში.“ – აცხადებს იესპერ იორგენსენი.

იესპერ იორგენსენი: “ჩვენ ამ ულამაზეს ქვეყანას „პატარა მწვანე ქვეყანას“ ვეძახით და ვთვლით, რომ მისი უფრო დამშვენებაც შეგვიძლია”

მედიატურის მონაწიილეები ვტოვებთ მარანს. შთაბეჭდილებები დიდია. განწყობა და სურვილი ოპტიმისტური, რომ დალოცვილი ქვეყანა გვაქვს და თუ უცხოელები ირჯებიან მისი გალამაზებისთვის, ჩვენ უფრო და უფრო მეტად უნდა გავისარჯოთ.

დავით ლუკავა,

ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამის „რეპორტიორი“ სტუდენტი,

სპეციალურად „აბაშელებისთვის“

 ზუგდიდი-აბაშა-მარანი-ზუგდიდი

“მედიატური 2021”