მერია: აბაშის მუნიციპალიტეტის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს აგრძელებს

  • სოფელ სუჯუნაში, სანოდიო-სამატკაოს უბანში N11, N12 და N15 ქუჩებზე, 4,5 კმ-მდე გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სანოდიო-სამატკაოს უბანში გზების რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გზების კეთილმოწყობისთვის 968 200 ლარი იხარჯება. სამუშაოებს შ.პ.ს. „ინდიკო” ახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მოადგილეებთან, ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსთან, თანამშრომლებთან და სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.

გაზიარება