მერმა აბაშის მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა

  • დღეს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ საზოგადოებას აბაშის მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა. მერი მოქალაქეებს, ახლადგახსნილ საინფორმაციო ტურისტული ცენტრის შენობაში შეხვდა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გიგა გაბელაიამ აღნიშნულ შეხვედრაზე განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებზე.

მერის დეტალური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

+8