სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, დევნილთა და ეკომიგრანტთა განაცხადების მიღება იწყება

  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, “განსახლებულ დევნილთა და ეკომიგრანტთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება.

უწყების ცნობით, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.

“პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იძულებით გადაადგილებული 200-მდე პირი დაფინანსდება.

განაცხადების მიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებში 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება:

● ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;

● ქ. გორი, სამების ქ.N1;

 ქ. რუსთავი, ი. ცურტაველის ქ.N5ა;

 ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ.N106;

 ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27.

პროგრამის მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.”