- დედის დღეს მიეძღვნა კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლაში გამართული ღონისძიება „საჩუქარი დედებს“.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრებით პირველად წარსდგნენ ხელოვნების სკოლის პირველ კლასები.
საღამოს ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის უფროსი, ლადო ავალიანი, პედაგოგები, მშობლები.
ღონისძიებაში მონაწილეობდა კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ჯარგვალი“.