სოფელ სამიქაოში, ჩორგოლაშვილების უბანში დასრულდა ასფალტის საფარის დაგება

  • აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ სამიქაოში, ჩორგოლაშვილების უბანში დასრულდა ასფალტის საფარის დაგება.

უწყების ცნობით, ასფალტის საფარი უკვე დაიგო დარცმელიძეების უბანშიც.

სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულში, პროექტის ფარგლებში, ჯამში, ამ ეტაპზე 2,5 კმ გზა მოასფალტდა.

უახლოეს მომავალში ასფალტის საფარი დაიგება სოფელ ზანათში, ახალსოფლის უბნის N6 ქუჩაზე.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.