- აბაშის მუნიციპალიტეტმა მეოთხედ უმასპინძლა ღია პირველობას მაგიდის ჩოგბურთში, სადაც 12 მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
აბაშის მუნიციპალოტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრება გოგონებსა და ვაჟებში სამ ასაკობრივ კატეგორიაში: U11 U15 U17 პირად ერთეულებში გაიმართა.
ღია პირველობაზე ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 8 მაგიდის ჩოგბურთელი მონაწილეობდა.
გამარჯვებული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
აბაშის მუნიციპალიტეტიდან U17 გოგონებში პირველი ადგილი დაიკავა ნინი ლიპარტიამ, U17 ვაჟებში კი საბა გაბელაიამ, ბათუმელ სპორტსმენთან მე-3 და მე-4 ადგილები გაინაწილა (მწვრთნელი ზვიად ლიპარტია).
U11 გოგონებში ელენე ცერცვაძე წამახალისებელ ხუთეულში მოხვდა.
შეჯიბრებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, მწვრთნელები, სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
ღია პირველობა მაგიდის ჩოგბურთში, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „სპორტის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.