- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში, “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდნენ: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი, დავით უჩაძე და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ანა ცანავა.
შეხვედრის მიზანი გახლდათ მოსახლეობისათვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ობიექტური და ფაქტებზე დამყარებული ინფორმაციის მიწოდება, მოქალაქეების ჩართულობა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.