- დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მერიის წარმომადგენლებმა მრავალშვილიან დედებს (5 და მეტი შვილი) დედის დღე მიულოცეს და ყვავილები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს.
საღამოს ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მოადგილე, გიგა ჯვარელია, მერიის სამსახურების წარმომადგენლები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრთან არსებული ანსამბლ „ჰარირას“ მამაკაცთა გუნდი, ინდივიდუალური შემსრულებლები, ფოლკლორული ანსამბლი „ჯარგვალი“.
ღონისძიება განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, ასევე კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურისა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.