- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება რკინა-ბეტონის არხების მოწყობის სამუშაოები.
მიმდინარე სამუშაოებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსთან, იასონ კიზირიასთან და ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსთან, ლევან მელაძესთან ერთად გაეცნო.
N141 და N157 საცხოვრებელ კორპუსებთან, წლების განმავლობაში არსებული პრობლემები გადაიჭრა, სადაც რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები და ცხაურები ეწყობა.
ასევე, აქტიურ ფაზაშია დავით კაჭარავას ქუჩის, ამავე ქუჩის პირველი და მეორე ჩიხების რეაბილიტაცია, სადაც ტროტუარების განათების და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელები პროექტების ფონდიდან ფინანსდება.