- საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში ადგილობრივ მოსახლეობას იმუნიზაციის გააქტიურებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი წამახალისებელი პროგრამები გააცნეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდ რეგულაციების დაცვით, მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ ვაქცინაციის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამის თებერვალში გაგრძელება და 50 წლის ასაკის ზემოთ ე.წ. ბუსტერ დოზით აცრილებისთვის 100 ლარიანი დახმარების განხორციელება იმუნიზაციის ტემპს კიდევ უფრო გაზრდის.
შეხვედრაზე აბაშის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მადონა ქოიავამ ადგილობრივებს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება გააცნო და არსებულ იმუნიზაციის ცენტრებზე ინფორმაცია მიაწოდა.მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.