- აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლაში, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამხატვრო განყოფილების (პედაგოგი შაქრო ტყვაცირია) მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აბსტრაქციული და რეალისტური ნახატები, შესრულებული ფერწერაში.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პატარა მხატვრებმა თითოეული ნახატის შესახებ ისაუბრეს, სამახსოვროდ მერს აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების ფერწერული სურათები გადასცეს. ფერწერაში შესრულებული სხვადასხვა ჟანრის 50-მდე ნახატის გამოფენა 20 დეკემბრამდე გაგრძელდება.
გამოფენის გახსნას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან, კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსთან, შალვა დარცმელიძესთან ერთად ესწრებოდა.