- აბაშაში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტო გადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები იმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი.
23:00 საათზე, გალა კონცერტზე, ანსამბლი „გორდელა“, ოთო ნემსაძე და ჯგუფი “LIMBO” მიულოცავენ აბაშელებს ახალ წელს.
ღონისძიებას ანსამბლი „ჰარირა“ „მრავალჟამიერით“ დაასრულებს.