- აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები იწყება.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 15 კმ-დე ახალი გზა დაიგება.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება შემდეგ ტერიტორიებზე:
• სოფელ ძვ. აბაშაში N1 ქუჩაზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა.
• სოფელ ზანათიდან სოფელ ძიგურამდე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა.
• ქ. აბაშაში ცანავას ქუჩის შესახვევის მოწყობა ასფალტო-ბეტონით, ცანავას ქუჩიდან იპოდრომის გავლით ცანავას ქუჩამდე.
• სოფელ ეწერში ქუჩა N6 და N8 მოწყობა ასფალტო-ბეტონის საფარით
• სოფელ სუჯუნაში სანოდიო-სამატკაოს უბანში N11, N12 და N15 ქუჩების მოწყობა ასფალტო-ბეტონის საფარით
• სოფელ მარანში N5 ქუჩის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სამუშაოებს განახორციელებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. „ინდიკო“.