აბაშაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

  • აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.

“ამჯერად ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება 1 კმ-მდე გზაზე, ქ. აბაშაში, აკაკის ქუჩის მეოთხე შესახვევში მიმდინარეობს.

პროექტის განხორციელებით, მაცხოვრებლებისთვის სერიოზული პრობლემა მოგვარდა და გადაადგილება კომფორტული გახდა. აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა და ადგილობრივების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა.

პროექტის ფარგლებში, სხვა და სხვა ადგილზე, ჯამში 12-კმ-მდე გზაზე ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.”-აღნიშნულია აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.