- აბაშის მუნიციპალიტეტში “ქართული ლიგის“-აბაშის სასკოლო იუმორისტული ფესტივალი გაიმართა.
ღონისძიება კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში ჩატარდა.
მხიარულ პაექრობაში ათი სასკოლო გუნდი მონაწილეობდა: „დოდოს ოხრები“ (პირველი საჯარო სკოლა), “ყოროფა” (ზანათის საჯარო სკოლა), „ტოფები“ (ონტოფოს სააჯარო სკოლა), „სულ დუდუნი“ (ტყვირის საჯარო სკოლა), „მაისელები“ (პ/მაისის საჯარო სკოლა), „მჭადი და მეორე“ (მეორე საჯარო სკოლა), „სულ გვშია“ (სამიქაოს საჯარო სკოლა), „სოფლიდან შუა ქალაქელები“ (ნაესაკოვოს საჯარო სკოლა), „ნაპერწკალი“ (სუჯუნის საჯარო სკოლა), „ქომორთეს გერები“ (ძვ. აბაშის საჯარო სკოლა).
გუნდებმა სახალისო იუმორისტული ნომრები წარმოადგინეს, რომელსაც აფასებდა ჟიური: აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დირექტორი ლადო ავალიანი, „ქართული ლიგის“ წარმომადგენლები და ტელესახეები: გიორგი გაბუნია, ზვიად ბლიაძე და ნოე ჟორჟოლიანი.
მხიარული და სახალისო ნომრების შემდეგ გამოვლინდა 5 გუნდი, რომლებიც ფინალში იასპარეზებენ: „სულ გვშია“, „მაისელები“, “ყოროფა”, „სულ დუდუნი“, „დოდოს ოხრები“. ფინალი აგვისტოში, ,,ახალგაზრდული დღეები -აბაშა 2023“-ის ფარგლებში გაიმართება.
ღონისძიებაზე, გულშემატკივრების წინაშე წარსდგა „ქართული ლიგის“ აბაშის გუნდი „სულგუგუნი“.
ფესტივალი მიყავდა იუმორისტ ჯიმი აბესაძეს, გუნდებს სასცენარო-სარეჟისორო მომსახურება გაუწიეს ,,ქართული ლიგის“ რედაქტორმა, გივი მელაშვილმა და ასისტენტებმა, „ქართული ლიგის“ აბაშის გუნდი „სულგუგუნის“ წევრებმა გიორგი ხინტკირიამ და ლუკა გაბელაიამ.
ფესტივალის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერს, გიგა გაბელაიას, „ქართული ლიგის“ წარმომადგენლებსა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, გულშემატკივრები.
ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრი.
ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.