- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილეებთან, საკრებულოსა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს დეტალურად გაეცნო.
საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს აბაშის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ.
შეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე, თავმჯდომარის მოადგილე, ვახტანგ ბოხაშვილი და სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი და ოკუპირებული ტერიტორიებისა)
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.
მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოა.
მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024.
კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule
11