აბაშაში ქალთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

  • აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში, ქალთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიგა ჯვარელია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ცენტრის ინდივიდუალური შემსრულებლები, კვარტეტები, კვინტეტები, დუეტები, ანსამბლ „ჰარირას“ მამაკაცთა გუნდი, ფოლკლორული ანსამბლი “ჯარგვალი”.