- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში ქართული ცეკვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
კონცერტი, “ქართული გენია როკვით განფენილი“, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, ღია სცენაზე გაიმართა.
კონცერტში მუნიციპალიტეტში არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ, შესრულდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცეკვები.
ღონისძიებაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისგან მადლობის სიგელები გადაეცათ, ანსამბლ „ჰარირას“ ქორეოგრაფს, ანზორ თორდიას, ანსამბლ „იმედის“ ქორეოგრაფს, ზურაბ ჟღენტს და ანსამბლ “ანანურის“ ქორეოგრაფს, ელისო გაბელაიას.
ქართული ცეკვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურისა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.