- დღეს, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში ღვთისმშობლის წილხვდომობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა წმ. ოთხთავის მიხედვით ისაუბრეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე, წაკითხულ იქნა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ლექსები, შესრულდა ბზვანელის „ვედრება“ და „მრავალჟამიერი“.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კულტურის ცენტრის ფოიეშივე მოეწყო ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მონაწილის, თვითნასწავლი მხატვრის, აზა კორძახიას ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები. მონაწილეებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, პროექტში წარმატებული მონაწილეობისათვის, საჩუქრად გადაეცათ „ახალი აღთქმა“ და სიგელები.ღონისძიება გაიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით.