- 30 სექტემბერს, 13:00 საათზე, აბაშის საცხენოსნო იპოდრომზე ხალხური ცხენოსნობის ტრადიციული ფესტივალი გაიმართება.
აბაშის მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში შეჯიბრი სპორტის სამ სახეობაში: დოღში, ცხენბურთსა და ისინდში ჩატარდება.
შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მხედრები მიიღებენ მონაწილეობას.
სპორტის სამივე სახეობაში გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებსაც ფულადი პრიზები გადაეცემათ.
ღონისძიება საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციისა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება.