აბაშაში ხელოვნების სკოლის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

  • აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში, ხელოვნების სკოლის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხელოვნების სკოლის წარმატებული მოსწავლეების, ჯგუფების, ანსამბლების აკადემიური გუნდის მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა, სადაც შესრულდა საფორტეპიანო, საესტრადო, საგუნდო და ფოლკლორული ნაწარმოებები.

ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

ღონისძიებაზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კონკურსის „სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება” გამარჯვებული პროექტის, ,,ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლისათვის როიალის შეძენა” პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში აბაშის ხელოვნების სკოლამ მაღალი ხარისხის მუსიკალური ინსტრუმენტი-როიალი შეიძინა.