- 1989 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს.
9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მემორიალთან გაიმართა დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია, გაიხსენეს ფაქტები საქართველოს უახლესი ისტორიიდან.
ინფორმაციისთვის: 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა.
9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.