- თბილისში, 12, 13 და 14 მაისს, სპორტკომპლექს არენა 2-ში გაიმართა 2023 წლის საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში, ასევე, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შესარჩევი თამაშები.
ჩემპიონატში 5 აბაშელი სპორტსმენი მონაწილეობდა. მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს აბაშელმა ახალგაზრდებმა.
ნინი ლიპარტიამ (U17) გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ასევე პირველი ადგილი დაიკავა წყვილთა შორის თბილისელ ანასტასია ჩხარტიშვილთან (U17-U19).
ნინი საქართველოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა.
გიორგი ლიპარტიამ (U19) პირად ერთეულში დაიკავა მეორე ადგილი და ვიცე ჩემპიონის ტიტული მიიღო, ხოლო წყვილთა თანრიგში თბილისელ გიორგი გოდერძიშვილთან კი პირველი ადგილი დაიკავა.
გიორგი საქართველოს ხუთგზის ჩემპიონია.
აბაშელი სპორტსმენები 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.
ნინი და გიორგი ლიპარტიები ითამაშებენ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ბათუმში 18-24 სექტემბერს გაიმართება.
ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს