- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ კარანტინში იმყოფება 24 კოვიდინფიცირებული.
რუხის კლინიკაში იმყოფება 169 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 42 ადამიანი.
ფოთის კლინიკაში იმყოფება 38 კოვიდპაციენტი.
სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 42 კოვიდპაციენტი.
ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 38 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 3 ადამიანი.
აბაშის “ევექსის” კოვიდ კლინიკა 27 პაციენტი.
სენაკი “ლაზიკა მედი” 97 პაციენტი, მათ შორის მძიმე 1 და საშუალო სიმძიმის 84 ადამიანი.
მარტვილის “ევექსის” კლინიკა 28 პაციენტი.
წალენჯიხის “ევექსის” კლინიკა 17 ადამიანი.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 209 ადამიანი.
ამავე ინფორმაციით, რუხის კოვიდ კლინიკაში, კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილები არიან სოფელ ოქტომბრის მცხოვრები, 92 წლის მამაკაცი და წალენჯიხის მკვიდრი, 74 წლის მამაკაცი.