- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური დახმარების გაცემის კომისიის სხდომა გაიმართა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა, კომისიის თავმჯდომარემ, გიგა გაბელაიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ირაკლი პერტენავამ, კომისიის წევრებთან ერთად განიხილეს მოქალაქეთა 57 განცხადება. მიზნობრივ ჯგუფებს განესაზღვრათ შესაბამისი დახმარებები, მათ შორის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამით დაფინანსდა 12 ბენეფიციარი.
1 იანვრიდან დღემდე სხვადასხვა კატეგორიის დახმარება გაეწია 1041 ბენეფიციარს, მათ შორის, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამით მიიღო დახმარება 229 მოქალაქემ, ღირებულებით 100 988 ლარი.
მიმდინარე წელს, აბაშის მუნიციპალიტეტში მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 18 მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს.