პროექტის ფარგლებში აბაშის ცენტრში შეიქმნება თვითმმართველობის პარკი, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ვიდეორგოლებით მიიღონ ინფორმაცია: მოქალაქეთა ჩართულობის არსებულ მექანიზმებსა და გამოყენების გზებზე. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამების და ქვეპროგრამების, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, ტურისტული ადგილების შესახებ. ამისათვის პარკში დამონტაჟდება დიდი ეკრანი.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ცნობიერება“, ევროკავშირის პროექტის „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში“ ქვეგრანტისა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით.
პროექტის მიზანია აბაშის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა.
პროექტი წარადგინა ორგანიზაცია „სამოქალაქო ცნობიერების“ ხემლძღვანელმა მირანდა მიგინეიშვილმა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიკეთის მაძიებელის“ ხელმძღვანელი, საკრებულოს წევრი, ირაკლი ჭანტურია, მერიის წარმომადგენლები და ახალგაზრდები.