- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 59 წლის ქალი გარდაიცვალა. პაციენტი მკურნალობას ქუთაისის კოვიდ კლინიკაში გადიოდა.
დღეს, საქართველოში კორონავირუსის 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 783 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 822 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 197, პისიარტესტით – 8 625.