- საახალწლოდ, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი, ცენტრალური ქუჩა, მიმდებარე ტერიტორიები, მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით აბაშის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემული ილუმინაციებით და სხვადასხვა დეკორაციული სანათებით მოირთო.
კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ანსამბლებმა, ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა, საახალწლო კონცერტი გამართეს.
პატარებს ეს დღე გაულამაზეს, ქუთაისის სადღესასწაულო ცენტრ ,,პუნბოს” ანიმაციურმა გმირებმა.
საღამო ფეიერვერკით დასრულდა.
ფოტო: აბაშის მუნიციპალიტეტის მერია