- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება 19 კმ-მდე გზას.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ასფალტო-ბეტონის საფარი იგება სოფ. ნაესაკოვოში, შუა ქალაქის უბნიდან იპოდრომამდე, 3 კმ-მდე გზაზე.
პროექტის ფარგლებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს შემდეგ ტერიტორიებზე:
• სოფელ მარნის N14 N12 ქუჩებზე
• სოფ. გაუწყინარში N1 და N5 ქუჩებზე
• სოფ. ნაესაკოვოსა და კოდორის შემაერთებელ გზაზე
• სოფ. აბაშისპირის ქუჩა N5 ქუჩაზე
• სოფ. ქოლობანში N5 (პატარა გეზათი) ქუჩაზე
• სოფელ პირველ მაისში, კუდა-ეწერში N4 გზაზე
სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 797 999 ლარით ფინანსდება.